მედიცინა

ქირურგი, რომელიც სააკაშვილის განთავისუფლებამდე პაციენტების მკურნალობაზე უარს ამბობდა, სამსახურიდან დაითხოვეს

Nusagi

ოზურგეთში კლინიკა „მედალფას“ რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის კოორდინატორი ლევან გოგუაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე პაციენტების მკურნალობაზე უარს აცხადებდა, სამსახურიდან დაითხოვეს.

„მე, როგორც ექიმი, აღშფოთებული ვარ. პირდაპირ მივატოვე სამსახური ორი დღის წინ და წამოვედი. უარს ვაცხადებ პაციენტების მკურნალობაზე. ეს იქნება ძალიან ბევრი პაციენტი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი [სამოქალაქო] კლინიკაში“, -აცხადებდა  ლევან გოგუაძე 8 ნოემბერს „მთავარ არხთან“ .

11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდან დაითხოვეს.

ექიმი გოგუაძე ამბობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დასაჯეს.

„ნეტგაზეთი“ -ს ინფორმაციით, კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ თქვა, რომ გოგუაძე სამსახურში არ ცხადდებოდა,, რითაც საფრთხე შეუქმნა პაციენტებს.

„ბატონი ლევანი 5 ნოემბერს წავიდა სამსახურიდან, რის შემდეგაც წასულა თბილისში. 7 ნოემბერს, როცა მორიგე იყო რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც უმძიმესი პაციენტები იყვნენ, ის არ გამოცხადდა. ტელეფონს არ პასუხობდა. არც არავისთვის დაურეკავს კლინიკაში. 8-ში დილით ვნახე, ტელევიზორში რომ აცხადებდა, მივატოვე მორიგეობა, კლინიკა და ყველა ექიმს მოვუწოდებ, ნუ სხედან სტაციონარში და წამოვიდნენ მიტინგზეო. შემდეგ დამირეკა, მე ჩავერთე საპროტესტო მოძრაობაში და სამსახურში ვეღარ ვივლიო“, -ამბობს მდინარაძე.

 „30 წელია ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი“,-აცხადებს კლინიკის დირექტორი.

„დღეს გამოცხადდა სამსახურში, ვითომც არაფერი. 5-ში რომ წავიდა, გამოცხადდა დღეს. არც შვებულება დაუწერია, არც ვინმესთვის უთხოვია, არც დაურეკავს“, – ამბობს იგი.

კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი დაუყოვნებლივ გათავისუფლების ნაცვლად გაფრთხილების მიცემა ექიმისთვის, დირექტორი პასუხობს:

„ადამიანი როდესაც მიატოვებს კლინიკას, არ აინტერესებს იქ მძიმე პაციენტების ბედი… ისეთ დღეში ჩავცვივდით, როდესაც პაციენტები ასე დაგვრჩა. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახურის ხელმძღვანელი გვაკლდა და ვერაფერს ვაკეთებდით“.

ექიმი გოგუაძე კი „ტვ პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პაციენტებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ, იმიტომ რომ იქ იყო მორიგე ექიმი და უმცროსი ექიმი“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: