ex-sticky სამართალი

ევაკუატორმა სუს-ის ტერიტორიიდან მანქანა გაიყვანა, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე იმყოფებოდა

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: