ex-sticky პოლიტიკა

ზელენსკი: რაც შეეხება საინტერესო ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, იქ იყო ადგილობრივი არჩევნები და, ალბათ, იფიქრა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური ნაბიჯი

Nusagi

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

გია აბაშიძის თქმით, ზელენსკიმ ფაქტობრივად, „ხელები დაიბანა“. მისივე თქმით, სტრასბურგთან ერთად, სააკაშვილს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა. ფაქტობრივად, „ხელები დამიბანიაო, ოდენ ვფიქრობ მასზეო“.

ვ. ზელენსკი: „რაც შეეხება საინტერესო ადამიანს, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს. მე არ ვიცოდი, რომ ის საქართველოში წავიდა ამა თუ იმ გზით. მე ვიყავი ფრიად გაკვირვებული იმის გამო, რომ ეს პრესიდან გავიგე. მას ყველა ეძებდა და შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოშია.

პირველი სიგნალი იყო, რომ ის ბათუმშია. შემდეგ ის უკვე დააპატიმრეს. გულწრფელად რომ გითხრათ როგორია ჩემი დამოკიდებულება ამაზე? მე, როგორც პრეზიდენტი უნდა ვფიქრობდე მასზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თუ რატომ მოიქცა ის ამგვარად, ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე გაეცით ამაზე პასუხი. იყო იქ [საქართველოში] ადგილობრივი არჩევნები და, ალბათ, იფიქრა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური ნაბიჯი. ალბათ, მე არ ვიცი. არ მსურს ამის დადასტურება.

მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ის ხომ ხელისუფლების წევრია და ეს არაა მართებული. აუცილებელი იყო ყველა დეტალისა და რისკის გათვლა ჩვენი სახელმწიფოსთვის იმაზე თუ რაც მოხდა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: