ex-sticky Uncategorized

მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთელ ექიმს: „ძმაო ლევან შენი მომავალი ნათელია“

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთელ ექიმს, ლევან გოგუაძეს გლდანის ციხიდან მადლობას უხდის.

“მივესალმები ოზურგეთის საავადმყოფოდან დათხოვილ ექიმს ლევან გოგუაძეს. ძმაო ლევან შენი მომავალი ნათელია.

შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერების კი ბნელი და უკუნი. შენაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი გააცნო.

ინფორმაციისთვის, ოზურგეთელი ექიმი ლევან გოგუაძე იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომელიც ეს დღეებია მიმდინარეობს თბილისში. მან უარი თქვა პაციენტების მკურნალობაზე , ვიდრე სააკაშვილს არ გაანთავისუფლებენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გოგუაძე ავადმყოფების მკურნალობაზე უარის თქმის გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

„ადამიანი როდესაც მიატოვებს კლინიკას, არ აინტერესებს იქ მძიმე პაციენტების ბედი… ისეთ დღეში ჩავცვივდით, როდესაც პაციენტები ასე დაგვრჩა. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახურის ხელმძღვანელი გვაკლდა და ვერაფერს ვაკეთებდით“,-განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: