საზოგადოება სამართალი

ნინო ჭელიძე: ვინც არ დამეთანხმება რასაც ვწერ, მიაწერეთ, რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების სამკურნალო კლინიკებში!

Nusagi

ექიმი -ფსიქიატრი, ჰოლანდიის სასამართლო მედიცინის კრიმინოლოგიური ფსიქიატრიის ჯგუფის ექსპერტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნინო ჭელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ფორმით აღშფოთებულია.

„აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება იმაში, რასაც ახლა დავწერ, იქვე მიაწერეთ, რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების სამკურნალო კლინიკებში!

მოკლედ, პატიმარს,რომელიც წინააღმდეგობას უწევს ციხის ან კლინიკის თანამშრომლებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე, ისე ციმ-ციმ კი არ გადაჰყავთ,როგორც თქვენი გულივერი აიყვანეს პალატაში, არამედ პლასტმასის ფიქსატორით უკრავენ ხელ-ფეხს, უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ ელექტრო-შოკს და ჰაიდა პალატაში! იქაც არ დაოკდება?-კი ბატონო, გადააკრავენ საწოლზე ან შეიყვანენ დასამშვიდებელ ოთახში, სადაც იატაკიან კედლებიანად არის მხოლოდ დუტის ბალიშები და თუ უნდა არტყას თავი რამდენიც უნდა, სანამ ვერ მიხვდება, რომ დედიმისისას მიირთმევს!

უხეშად ვწერ? კი,უხეშად ვწერ,მაგრამ სიმართლეს ვწერ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ მეთანხმებით წარმოადგინეთ ამონაწერი სივიდან, სადაც გაწერილი იქნება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ციხის კლინიკებში თქვენი მუშაობის სტაჟი! ხო კიდევ: არავინ, არც ერთ შემთხვევაში არ ეკითხება იქ ბრალდებულს რომელ ციხეში გადაიყვანენ, ამის შესახებ პატიმარი იგებს მხოლოდ ციხის ჭიშკართან, მაგრამ…

მაგრამ არის სპეციალური ფორმის კითხვარი,რომელიც გადაყვანამდე უნდა შეავსოს პატიმარმა და იქ არის ასეთი კითხვა: ,,როგორი სახის ციხეში ისურვებდა სასჯელის მოხდას, იქ ,სადაც მზა საკვებს მიიღებდა თუ ე.წ. საოჯახო ტიპის ციხეში,სადაც თავად დაამზადებს ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტებით საჭმელს!(ეს არ ეხება საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეებს, მკვლელებს, რეციდივისტებს და ყოფილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე), და კითხვა N 2: რა სახის საკვები ნებავს, ხომ არ არის ვეგეტარიანელი, ვეგანი, მუსულმანი, იუდეველი და ა.შ.

აი ეს არ ვიცი, როგორ არის საქართველოს ციხეებში დარეგულირებული და ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ გადაყვანასთან დაკავშირებით არავინ დამიწყოთ აქ ლექციების კითხვა, საკმარისია ამდენი სიბრიყვის მოსმენა ათასი რჯულის ნარჩიტებისგან და მოლაღურებისგან !“,-წერს ექიმი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: