ex-sticky პოლიტიკა

საქართველოს უნდა ვაჩვენოთ მათრახი და თაფლაკვერი, როგორც ქ-ნმა კრამონმა თქვა- მიხაელ ზიბერტი

Nusagi

ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, საქართველოს უნდა ვაჩვენოთ „მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. – ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში მიხაელ ზიბერტმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ საჭიროა მკაფიო და დამოკიდებულება, თუმცა ამავდროულად სიფრთხილის გამოჩენაც.

„ვიზიარებ აქ გამოთქმულ წუხილს, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების საფუველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები.

ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ „მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბირთვი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ და „ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ“, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ზიბერტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: