ex-sticky სამართალი

ანა ფოტიგა – ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ!

Nusagi

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ის ფაქტორი, რომ ევროპარლამენტარი არ შეუშვეს საპატიმრო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მას საკმაო გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყების მხრიდან ვიზიტზე უარის მიღების შესაძლებლობა გაეთვალა.

„მე მესმის ჩემი სამუშაოს ღირებულება ევროპარლამენტისა და უფრო ფართე მასშტაბებით, მაგრამ ნამდვილად ვერ გავაზვიადებ ჩემი სამუშაოს მნიშვნელობას. მე ამ ფაქტიდან გამოვიტან დასკვნებს. ეს იყო ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მივიღე მხედველობაში, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ დავინახო შემდეგი სცენარი ყველა შემთხვევაში. ეს არის უკმაყოფილების საგანი, გულდასაწყვეტია, ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ კვლავ არსებობს საშუალება, ამ ძალიან საშიში სიტუაციიდან გამოსვლის და ეს ითხოვს კეთილ ნებას. პასუხისმგებლობა, ძირითადად მმართველ ძალას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი იღებს ასეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება და ამისთვის მზაობა, რა თქმა უნდა, ძალზე რთული გადაწყვეტილებაა, ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა ფოტიგამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: