ex-sticky ხელოვნება და კულტურა

ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

Nusagi

ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორის მეუღლე წერს. 

„ყველა მატყუებდა… აღარ მყავს ჩემი ერმალო. წუხელ დამიკარგავს… რაღა მეშველება მის გარეშე. დატირებაც რომ არ შემიძლია“, – წერს მანანა ხიდაშელი. 

ერმალო მაღრაძემ 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მუშაობდა „ზესტაფონის საქკაბელში“, „ზესტაფონის სტამბაში“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში.

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად.

1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: