ex-sticky საზოგადოება

ირაკლი კუხიანიძე: იგივე გამიკეთეს მე და ჩემ ოჯახს

Nusagi

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე, რომელიც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო პარტიიდან გარიცხეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მაშინ სწორედ ისეთი ბულინგის მსხვერპლი იყო, როგორც დღეს – ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი.

„აი იგივე გამიკეთეს მე და ჩემ ოჯახს, როდესაც ის ნაძირალა ნაცების “ნასედკა” “გმირივაჟაექიმი” ვამხილე პროვოკაციაში და დავიცავი მთავრობა სრულიად უსინდისო ბრალდებისგან.

“მადლობის ნიშნად” მაშინ ოცნებამ რაც იკადრა – იმ ღალატის და ლაჩრობის ნაყოფს იმკის ეხლა თვითონაც და ყველას ამ დღეში გვამყოფებს….“,-წერს ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ციხის თანამშრომლის სახლთან, სადაც არსრულწლოვნები ცხოვრობენ, შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. სოციალურ ქსელში კი, მირიან დეისაძემ ციხის თანამშრომელს შემდეგი სახის გზავნილი დაუწერა: „მიხვედი ჩიტო სახლში? ჯერ სად ხართ, წინ კიდევ დიდი სიურპრიზი გელოდებათ“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: