ex-sticky პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ფოტიგას სთხოვს განმარტოს რას გულისხმობდა ტერმინში „პოლიტიკური პატიმრები“

Nusagi

მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ტერმინში „პოლიტიკური პატიმრები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის წერილშია აღნიშნული, რითაც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს.

ანა ფოტიგამ იუსტიციის მინისტრს წერილით 9 ნოემბერს მიმართა, რომლითაც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მონახულება ითხოვა.

„თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების” მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში”, – ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: