ex-sticky Uncategorized

როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

Nusagi

როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, უგულავა და ა.შ. დააბრუნო ხელისუფლების სათავეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების საფუძველი შეიძლება იყოს სამართლის აღსრულება და მონანიება.

„კეთილი უნდა ინებოს ყველამ და სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ ვინმეს შეუძლია მონანიება, კაცობა აქვს და ღირსება აქვს, მაგრამ სად აქვთ ღირსება, უნდა მოინანიონ და თუ ეს მოხდება, მერე შეიძლება საუბარი შერიგებაზე. მთავარი პრობლემა „ნაცმოძრაობის“ იცით რა არის? არსებობენ სხვადასხვა ტიპის დამნაშავეები – მაგალითად, დამნაშავეები, რომლებიც რაღაცას მოიპარავენ და მათ აქვთ რესოციალიზაციის რესურსი, ანუ მათ შეუძლიათ, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას, აღარ მოიპარონ, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ა.შ., მაგრამ არსებობენ სხვა ტიპის დამნაშავეები, მაგალითად პედოფილები. როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნონ საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, უგულავა და ა.შ. დააბრუნო ხელისუფლების სათავეში, ამიტომ გამორიცხულია საუბარი რაიმე ტიპის შერიგებაზე.

ვიდრე სააკაშვილი მინიმუმ 6-წლიან სასჯელს არ მოიხდის, მანამდე გამორიცხულია, რომ „ნაცმოძრაობის“ რაიმე პოზიტიურ როლზე ვისაუბროთ ქართულ პოლიტიკაში. ჯერ უნდა აღსრულდეს სამართალი, მერე არის მონანიება“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: