ex-sticky პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორებს შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილი არც კი უხსენებიათ – ესაა რეალობა, დანარჩენი კი „ქარიშხალია ჭიქაში“

Nusagi

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რეალურად განსაკუთრებული ინტერესი არ არის, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოში იყვნენ სტუმრები აშშ-დან და ევროკავშირიდან. ამ შეხვედრებზე არც კი უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, ესაა რეალობა. ესაა ნამდვილი ფაქტები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ესაა დამოკიდებულება, დანარჩენი ესაა ქარიშხალი ჭიქაში,“- აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და აქედან გამომდინარე ძალიან მალე მასზე საუბარი უნდა შეწყდეს. „მის მიმართ დამოკიდებულება იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი, მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები. ესაა ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია.

რაც შეეხება სიმბოლიზმის გამოყენებას სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ა.შ. მართლაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ახასიათებს გარკვეული დონით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ამას ისტორია აჩვენებს, ან არიან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები. შუალედური ვარიანტებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება ის არის ანტისიმბოლო საქართველოში, ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ესაა ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ჩვენთვისაც და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლო,“- აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: