ex-sticky პოლიტიკა

საზოგადოებას მობეზრდა მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში

Nusagi

საზოგადოებას მობეზრდა ეს მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. საზოგადოებას აინტერესებს ქვეყნის განვითარება და ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხების მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვჭირდება აქტიური მუშაობა, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქაოსის იმიტაციაზე ჩვენი პასუხი არის ის, რაზეც ვსაუბრობთ საზოგადოებასთან და რასაც უკავშირდებოდა ჩვენი დაპირებები. ჩვენი დაპირებაა, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ქვეყანაში დღის წესრიგი. საზოგადოებას მობეზრდა ეს მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. საზოგადოებას აინტერესებს ქვეყნის განვითარება და ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხების მიმართულებით.

ყველა მიმართულებით გვჭირდება აქტიური მუშაობა, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა. ამაში უნდა იყოს ჩართული ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და საზოგადოების წარმომადგენლები. ამას ვთავაზობთ საზოგადოებას – ერთად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მიმართულებით. ამის სანაცვლოდ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გვთავაზობს, რომ დავრჩეთ ამ მომაბეზრებელ და ქვეყნის დამაზიანებელ დღის წესრიგში, რისი რესურსიც მათ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი განზრახვა სისრულეში მოყვანილი ვერ იქნება.

რამდენიმე დღე ეს აქციები შეიძლება გააგრძელონ, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება. რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა წარიმართოს ეს დებატები – რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური ძალა, და ეს არის მთავრობა. რაც შეეხება ალტერნატიულ დღის წესრიგს, ბუნებრივია, ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში. ხელისუფლების სტრუქტურები სათანადო რეჟიმში მუშაობენ. მთავრობის ფორმატში გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მომავალი კვირიდან აქტიურად ამუშავდება პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუტები იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – იქნება განსხვავებული დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობები, მაგრამ ამ კუთხით ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აბსოლუტურად უსუსურია. მომავალი კვირიდან პარლამენტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას, მთავრობა ისედაც აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხზე. აქედან გამომდინარე, დესტრუქციულ დღის წესრიგს არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: