ex-sticky პოლიტიკა

ფეიფალმა მომწერა, ანგარიშს გიუქმებთო (უცხოეთიდან დონაციებს მანდ ვიღებდი)”

Nusagi

“გირჩი – მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროისთვის პარტიის 11 წევრია დაკავებული, მათგან ერთს 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური “გირჩს” სასამართლოში უჩივის და სავარაუდოდ, პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება, ხოლო ანგარიშების გაუქმების გამო, უცხოეთიდან დონაციებს ვეღარ მიიღებს.

მიუხედავად პრობლემებისა, ის “ქართულ ოცნებასა” და მის უსაფრთხოების სამსახურს დისკომფორტის კვლავ შეუქმნის.

“ამ წუთის მდგომარეობით:

11 გირჩელია დაკავებული

ერთს 6 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი

დანარჩენები ელოდებიან განაჩენს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში

აუდიტის სამსახური სასამართლოში გვიჩივის და სავარაუდოდ პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება

ფეიფალმა მომწერა, საქართველოდან გვითხრეს რომ მაქაურ რეგულაციებს არღვევ და ამიტომ ანგარიშს გიუქმებთო (უცხოეთიდან დონაციებს მანდ ვიღებდი)”, – წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: