Uncategorized

ქალი, რომელმაც რუსთავში ქმარი სცემა, აცხადებს, რომ ქმარს ხშირად სცემს

Nusagi

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რუსთავში ქმარი სცემა, „ინფო რუსთავთან“ კონფლიქტის დეტალებზე საუბრობს. ქალის თქმით, თავდაპირველად კონფლიქტი დედასთან მოუვიდა, რის შემდეგაც ჩხუბში ქმარი ჩაერთო.

მისივე განცხადებით ქმარს მხოლოდ ამის შემდეგ სცემა. ქალი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„თავიდან ჩხუბი დაიწყო მე და დედაჩემს შორის, მაგრამ ჩვეულებრივად, სიტყვით ვეუბნებოდი. შემდგომ გიორგი ჩაერია ჩვენს შორის და ვეუბნებოდი, გაიწიე მეთქი. არ გაიწია. შემდეგ ხელი მკრა და რას ქვია, ხელი მკარი მეთქი, ფრჩხილებიც კი დავიმტვრიე მაგის ცემაში. არ გაწეულა, შემდგომ წავიდა გიორგი და მთავარ სამმართველოში განაცხადა, მარიმ დედამისს სცემაო. მერე მესამე განყოფილებაში მივიდა და თავის დამაც აღიარა კიო, ნამდვილად გიჩივლაო. გაიხადა და შენი ნაცემები აჩვენაო. დიახ მე მას ფიზიკურად გავუსწორდი და არაერთხელ გავსწორებივარ. როდესაც ადამიანი ჩემსკენ მოდის და რაც არ შემეფერება, იმ სიტყვებს მკადრებს, ხელით ვუსწორდები ყველას. არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭია გოგო, ქალი თუ კაცი“,-ამბობს ახალგაზრდა ქალი.

მისივე თქმით, თავადაც ყოფილა ქმრის მიერ ნაცემი, მაგრამ პოლიციაში არ მისულა.

„ამ შემთხევევაში, დედას ვეჩხუბებოდი და ეს ნერვებს მიშლიდა, რომ მეჩრებოდა, ამიტომ კარგი დაზიანებები მივაყენე. დალურჯებული აქვს საფეთქლები, ხელები, ნაკბენი აქვს და ფეხები აქვს დალურჯებული. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, მესიჯების მიწერაც არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვწერთ ერთმანეთს, მომწერა, რომ მოვენატრე და მელოდებოდა გუშინ, მაგრამ არ მინახია. შემაკავებელს არ დავარღვევ“,-აცხადებს ქალი.

მისივე თქმით, ქმართან ნახევარი წელია, ცხოვრობს, მანამდე კი 2 წელი ერთად იყვნენ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,649 ნახვა
%d bloggers like this: