ex-sticky უცხოური მედია

აშში, თვითმფრინავში დებოშის ამტეხი მგზავრები 225 000 დოლარით დააჯარიმეს

Nusagi

 აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავის მგზავრების ქცევა საფრთხის შემცველია. უწყების ინფორმაციით, წელს დაუმორჩილებელი მგზავრების მიერ 5 ათასზე მეტი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

სამმართველო იტყობინება, რომ თვითმფრინავის ბორტზე უკონტროლო ქცევისთვის ბოლო დღეებში 10 მგზავრი საერთო თანხით- $225 000 -ით დაჯარიმდება.

მათ შორის, ერთ-ერთმა კანონდამრღვევმა ეკიპაჟის წევრებს ნაგავი შეაყარა. კანონის სხვა დამრღვევები უარს ამბობდნენ ნიღაბზე და ბორტგამცილებლებთან კონფლიქტურ სიტუაციაში შედიოდნენ. ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილა ბორტგამცილებლის თხოვნას, უსაფრთხოების ქამრის შეკვრაზე და გვერდით მჯდომ მგზავრს ორცხობილა წაართვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: