კრიმინალი

თბილისში ერთი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

Nusagi

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, თბილისში ერთი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე.

მათივე ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ საცხოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას.

„საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28-ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და აქტიური უსაფრთხოების კამპანიისა, აბონენტების ნაწილი არაფრად აგდებს საფრთხეებს და არ აქცევს ყურადღებას გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი. ასეთი დაუდევრობის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირების შედეგად აფეთქებას გადაურჩა და ასევე, სავარაუდო დიდ მსხვერპლს, საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი. გუშინვე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა ცეოსგან სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი(ღია წვის) დანადგარია. ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ საცხოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა გთხოვოთ ყველას უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე. განსაკუთრებით გვინდა მოვუწოდოთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს, ჩახსენით მკვლელი დანაგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი სპეციალისტები გაძლევენ და დაიცავით საკუთარი და სხვების სიცოცხლე. არ გარისკოთ, ცეო კლავს“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: