ex-sticky პოლიტიკა

“ნაცმოძრაობამ” დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

Nusagi

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. ამის შესახებ პარლამენტში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

ჩვენ გვქონდა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც გავაუქმეთ სიტუაციის სიმძიმიდან და სიმწვავიდან გამომდინარე. ამ წუთებში ჩემს კოლეგებთან ერთად უნდა განვიხილოთ რა არის ამ მძიმე მოცემულობის ფონზე ადეკვატური რეაქცია და მის შესახებ უახლოეს წუთებში ვაცნობებთ საზოგადოებას”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე დაუდასტურდა კოვიდ-19. პროტოკოლით, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება, უნდა გადავიდეს იზოლაციაში. ისედაც არ იყო საკმარისი მედპერსონალი, რომ მიხეილ სააკაშვილის  დამძიმებისა და კოლაფსის მოცემულობას გამკლავებოდა, შესაბამისად, ახლა თუ ნახევარი სამედიცინო პერსონალი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

სწორედ ამიტომ, მოთხოვნა იყო და არის დაუყონებლივ პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: