კრიმინალი

ჰაკერებმა FBI-ის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს

Nusagi

ჰაკერებმა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ელექტრონული ფოსტის დაცვის სისტემა გატეხეს და ათიათასობით ფეიკ-შეტყობინება გააგზავნეს მოსალოდნელი კიბერშეტევის შესახებ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

(FBI)-ის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტთა ინფორმაციით, ჰაკერებმა საიდუმლო სისტემაში შეღწევა ვერ მოახერხეს. მათ მხოლოდ საგამოძიებო ბიუროს სახელით ათასობით ყალბი ელექტრონული წერილის გაგზავნა მოახერხეს. საერთო ჯამში წერილი 100 ათასამდე მომხმარებელმა მიიღო. ამ სისტემას საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად არ გამოიყენებდნენ.

კიბერშეტევა იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ ასეთ ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებს, რასაც რამდენიმე დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: