ex-sticky პოლიტიკა

დავით კირკიტაძე – „ქართულმა ოცნებამ“ რეინკარნაცია განიცადა

Nusagi

გადაწყვეტილების მიმღები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში 8 დეპუტატთან ერთად გუშინ შიმშილობა დაიწყო.

მისი თქმით, პროტესტი მალე მთელ ქვეყანას მოედება.

მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზთან არიან განთავსებული. როგორც კირკიტაძე აცხადებს, შიმშილობას სწორედ ამ ადგილზე გააგრძელებენ.

„ხელისუფლების წარმომადგენლები უგუნურ განცხადებებს აკეთებენ. უნდა ნახოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ 1989 წელს, 7 , 8 აპრილს და ისიც გახსოვთ, როგორ დამთავრდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბედი, უბრალოდ რეინკარნაცია მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ და სამართალმემკვიდრეები არიან კომუნისტური ხელისუფლების, ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავესთან და გადაწყვეტილების მიმღებები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს. ხელისუფლებას დაკარგული აქვს კეთილგონიერება, დაბრმავებულია შურისძიების გრძნობით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მასშტაბური იქნება პროტესტი სხვადასხვა ფორმის, მით უფრო მალე მოეგებიან გონს. ეს პროცესი მოედება მთელ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მეგობრები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლენ უკვე ყველგან,“ – განაცხადა კირკიტაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: