პოლიტიკა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა

Nusagi

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: