ex-sticky უცხოური მედია

თალიბებმა ავღანეთში აღლუმი ჩაატარეს რუსული და ამერიკული სამხედრო ტექნიკით

Nusagi

ავღანეთის ქალაქ ქაბულში მოძრაობა თალიბანმა ჩაატარა აღლუმი, სადაც რუსული და ამერიკული წარმოების ტექნიკა წარმოადგინა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

აღლუმში მონაწილეობდა ათობით ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი M117. მათ ნელი მსვლელობით გაიარეს ქაბულის მთავარ გზაზე. ჰაერში კი, რუსული ვერტმფრენები Ми-17 დაფრინავდნენ. ჯარისკაცებს ამერიკულ ავტომატები М4 ეჭირათ და ასევე ამერიკულ კამუფლიაჟებში იყვნენ გამოწყობილი, ნაცვლად თალიბების ტრადიციული სამოსისა.

Reuters  აღნიშნავს, რომ ამ ფორმით თალიბებმა ხაზი გაუსვეს, რომ აჯანყებული ძალების მეომრების ნაცვლად ახლა რეგულარულ ჯარს წარმოადგენენ.

20 წლის განმავლობაში ისინი პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც აგვისტოში აშშ-მ ავღანეთი დატოვა და თავისი სამხედრო ტექნიკა ვერ გაიტანა, ის თალიბებმა ჩაიგდეს ხელში. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: