ex-sticky პოლიტიკა

თუკი უცხოელი პოლიტიკოსი ზღვარს გადადის, პასუხი აუცილებელია

Nusagi

30 წელიწადია, ქართულ პოლიტიკაში ერთი რამ ხდება, რაც თითქმის, არც ერთი სხვა ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი, ეს არის უცხოელი პოლიტიკოსებისა და უცხოეთის აზრის გაფეტიშება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკოსი უკვე შენს შიდა პოლიტიკურ საქმეში იჭრება და შესაძლოა, მისმა ჩარევამ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, ამ შემთხვევაში პასუხი აუცილებელია

„საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე და სწორედ ამიტომ არის, რომ ამხელა ყურადღებას ვაქცევთ უცხოეთის აზრს. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ანა ფოტიგას ინტერვენციამ განაპირობა ამ წერილის დაწერა. თითოეული ჩვენი მეგობარი ჩვენთვის არის ღირებული. აქამდე რატომ არ იყო ჩვენი მხრიდან პასუხი და ყოველთვის ვეფერებოდით, ყოველთვის ვცდილობდით მათ შემორიგებას, ახსნასა და ა.შ. ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ინტერესები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. როდესაც გაკრიტიკებს ადამიანი, შენ როგორც პოლიტიკურ პარტიას, შენ მაინც ცდილობ, რომ ის შენს მეგობრად დატოვო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს. თუკი პოლიტიკოსი უკვე ზღვარს გადადის, რომლის მიღმაც ის უკვე იჭრება შენს შიდა პოლიტიკაში და შესაძლოა, მისმა ჩარევამ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, ამ შემთხვევაში პასუხი აუცილებელია“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: