ex-sticky უცხოური მედია

ლივერპულში ტაქსის მძღოლმა საავადმყოფო აფეთქებისგან იხსნა

Nusagi

კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, 29, 26 და 21 წლის სამი მამაკაცი დააკავეს ლივერპულში ქალთა საავადმყოფოსთან ტაქსის აფეთქების შემდეგ. ამის შესახებ რეგიონის პოლიცია იუწყება.

სამართალდამცავების მონაცემებით, 14 ნოემბერს ავტომობილი ლივერპულის კენსინგტონის რაიონში შენობას მიუახლოვდა და აფეთქდა. ადგილზე დაიღუპა ტაქსის მგზავრი. მძღოლმა დეივ პერიმ ტრავმები მიიღო და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში. 

The Sun-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ ადამიანმა ძლიერი აფეთქება აღკვეთა, როდესაც მიხვდა, რომ მგზავრს ასაფეთქებელი მოწყობილობა ეჭირა. მამაკაცი მანქანიდან გადმოხტა და კარი ჩაკეტა.

ტაქსის მძღოლის მეგობარმა მოგვიანებით გამოცემა Daily Mail-ს უთხრა, რომ ტერორისტი თვითმკვლელის სავარაუდო სამიზნე ლივერპულის საკათედრო ტაძარი იყო, სადაც კვირას 2 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

„მგზავრმა დევიდს უთხრა, რომ მიეყვანა ტაძართან, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი სამიზნე სწორედ ტაძარი იყო. ისინი საცობში გაიჭედნენ და ამიტომ, მგზავრმა ახლა საავადმყოფოსთან მიყვანა მოითხოვა“,-განაცხადა მან.

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ტვიტერში დაწერა: „ჩემი ფიქრები ახლა ლივერპულში საშინელი ინციდენტის შედეგად დაშავებულთანაა“.

პოლიცია სავარაუდო მოტივზე არ საუბრობს, მედიას მიაჩნია, რომ ტერაქტის უკან ისლამისტები დგანან. თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით ფაქტს ტერორიზმის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ. 

ლივერპულის ქალთა საავადმყოფო, რომლის მახლობლადაც აფეთქება მოხდა, გინეკოლოგიის განხრით არის სპეციალიზებული და ყოველდღიურად 50 000 პაციენტს იღებს. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულებაა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: