ex-sticky საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ აქცია უმისამართო მსვლელობას აგრძელებს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ჯერჯერობით საბოლოო დისლოკაციის ადგილი არ აქვს. მსვლელობა ამ დრომდე ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით იცვლება.

ნიკა მელიამ აქცია-მსვლელობის მონაწილე პირებს გეზი რამდენჯერმე შეუცვალა და იმ მიმართულებითაც წაიყვანა, საითაც გადაადგილება დაანონსებული არ ყოფილა.

„ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ. მართლა თავმდაბლობის გარეშე, ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, სარგებლობს გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფო წესით გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, ანუ მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან. თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს, მეც დამაინტერესებდა, პირველად ვნახე ასეთი რაღაც“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: