მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 82 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 166 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 569, „პისიარ“ ტესტით – 7 597.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9,97%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 9,52%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 785 911 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 722 399 გამოჯანმრთელდა, 11 057 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 048 393 აცრა, დღიურად აცრილია 1 874.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 847 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 191 პირი.

ამასთან, 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, გარდაიცვალა 81.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: