განათლება

მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ბუნებაში, მანავის ციხეზე ჩაუტარდათ

Nusagi

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მეოთხე კლასის მოსწავლეებს, პედაგოგმა ანა რცხილაძემ გაკვეთილი თემაზე – „შემოდგომის მზიანი ფერების ჩემს სოფელში“, ღია სივრცეში ჩაუტარა.

საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„გაკვეთილი კლასგარეშე სივრცეში, მანავის ციხეზე ჩავატარეთ. მოსწავლეებმა ბუნებაში არსებული კონტრასტული ფერებით ლამაზი პეიზაჟები შექმნეს, უფრო აღფრთოვანდნენ მშობლიური მანავის ხედებით და შემოდგომის ფერადი პალიტრით; წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძის, რ. ინანიშვილის ნაწარმოებები, სახატავ რვეულებში გადაიტანეს ინდივიდუალურად აღქმული ფერადი შემოდგომა და დღე საინტერესოდ გაატარეს“, – აცხადებს პედაგოგი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: