ex-sticky საზოგადოება

ეს ე.წ. ფეისები თუ ვოისები რომ დასხედით და ადამიანობას გვასწავლით მთელ ერს, ბიჭების ღრიალი რომ ისმოდა ციხეებიდან, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა?!

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში რადიო „ჩვენებურების“ წამყვანი ბეგი ლოგუა.
რადიოწამყვანი სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ მაშინ, რადიოში, ყოველი მეორე სმს-ი ციხიდან მოდიოდა, თავად წამყვანი კი დედის შეწყალების მოთხოვნის გამო პირობითი სასჯელით დაისაჯა.

„ყოფილი პრეზიდენტის თრევა არც მე მესიამოვნა, თუმცა ეს მისი გათვლა და მიზანი იყო, როცა უძაბავდა ბადრაგს. პატიმარს არასდროს ჰქონია არჩევანი რომელ დაწესებულებაში უნდა გადავიდეს…
ასევე, შიმშილობა: რომ გაიძახით კლავთო, შეწყვიტოს შიმშილობა და არ გადარჩება? მისი არჩევანია და ეს მისი იარაღია…
ისევე, როგორც ჩემი არჩევანი და ერთადერთი იარაღი იყო შიმშილობა პარლამენტის წინ… სწორედ მის გამო აღმოვჩნდი ციხეში, დიახ! შიმშილობის გამო, დიახ, მიშას ვთხოვდი ყურადღება მოექცია ჩემი გასაჭირისთვის და გადაერჩინა დედაჩემის სიცოცხლე. დახმარების და ყურადღების ნაცვლად – დამიჭირეს და პირობითიც მომარჭეს. გაგიკვირდათ?! არადა, არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, პატიოსანი კაცი ვარ.

ჰო და, ეს, ე.წ. “ფეისები” თუ “ვოისები” რომ დასხედით და ადამიანობას გვასწავლით მთელ ერს, დიდის ამბით… გირგვლიანის დედა რომ “ხაოდა”, მაშინ, რატომ არ ამოიღეთ ხმა?! დედაჩემის შეწყალებას რომ ვითხოვდი, მთელი აწ უკვე ყოფილი “რუსთავი 2-ელები“ რატომ გადექით განზე და არ მოაწერეთ ხელი პეტიციას (ვასილ-ივანოვის გამოკლებით)?!

ბიჭებს რომ აწამებდნენ და მათი ღრიალი ისმოდა ციხეებიდან, რატომ მღეროდით, პარალელურად კონცერტებზე?! მაშინ არ გაწუხებდათ სახელმწიფოსა და ერის მდგომარეობა? რადიოში, ყოველი მეორე sms-ი ციხიდან რომ მოდიოდა, ეს ხალხი არ იყვნენ საზოგადოების ნაწილი?! კარგი ყოფილა თავისუფლება, არავინ რომ არ დაგიჭერს და არ გაგთხრის (ბოდიში მომითხოვია) საკუთარი პოზიციის გამო?!
ხო და შეირგეთ თქვე დალოცვილებო, ეს თავისუფლება, ნუ გვასწავლით პატრიოტიზმს და თავისუფლების ფასს!“- წერს ბეგი ლოლუა.

gtmedia.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: