ex-sticky საზოგადოება

იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება

Nusagi

იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იანვრიდან შემოგვაქვს სიახლეები, მათ შორის სააბონემენტო სისტემა და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მიეწოდება საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია. გარდა ამისა, იქნება ტარიფის ინტეგრირებული სისტემა. როგორც იცით, მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ავტობუსით და მიკროავტობუსით უფასოდ, დღეის მდგომარეობით ეს სისტემა ყვითელ მიკროავტობუსებში არ ვრცელდება, თუმცა, მოგვიანებით სრულად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება შესაძლებელი გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფი,“-აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: