ex-sticky მედიცინა

როცა ქვეყანაში სირეგვენის ასეთი მაღალი პროცენტია, რას ემსახურება ამ ადამიანების ტელევიზიით გამოყვანა?

Nusagi

ერთ მეგობარს, ქალაქში დაფასებულ და ცნობილ კაცს, მთელი ღამე მანქანით დაყავდა კლინიკა-კლინიკა ოჯახის კოვიდიანი მოხუცი წევრი, ვერსად ვერ ათავსებდა,-ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

გადელია აცხადებს, რომ დიდი უპასუხისმგებლობაა, როდესაც ტელევიზია ეთერს უთმობს გაურკვეველი კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პანდემია არ არსებობს.

მისივე თქმით, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი აკრძალულია ასეთი ფსიქიკის მქონე ხალხის გამოყვანა ანტივაქსერული მოწოდებებით.

„თითქმის არ მეძინა… თავი სიურეალისტურ ფილმში მგონია- უფრო ძველ, შავ-თეთრ სურათში… სამ მეგობარს ვერ დავეხმარე ვერაფრით.. ორმა რაღაც კლინიკა მაინც მოიძია და ერთ მეგობარს, ქალაქში დაფასებულ და ცნობილ კაცს, მთელი ღამე მანქანით დაყავდა კლინიკა-კლინიკა ოჯახის კოვიდიანი მოხუცი წევრი, ვერსად ვერ ათავსებდა.. გული მომიკვდა…

….. ზუსტად ამ დროს, “საზმაუზე” ამტკიცებდნენ, რომ არავითარი კოვიდი, პანდემია, პჯრ ტესტი არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა- უბრალოდ ვიგონებთ რაღაცეებს!

არავითარი პრეტენზია ცხადია არაა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობდა (ვეჭვობ- ზოგადად, დანაშაულზეც არ მოეთხოვებათ მათ პასუხი..), მაგრამ როცა ქვეყანაში სირეგვენის ასეთი მაღალი პროცენტია, როცა ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილისთვის არაა ასეთი სახის გამოსვლა ძაან სასაცილო (ისედაც არაა ეთიკური ასეთი ხალხის გამოყვანა და მათზე ხალისი) და პირიქით- სერიოზულად აღიქმება, რას ემსახურება საზმაუს ეს სიშლეგე??!

ბევრმა მეგობარმა ეს სისულელე ჩათვალა ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკად- სწორედ იმიტომ, რომ საზმაუზე გავიდა!! სიურეალიზმსაც აქვს თავისი წესები და ლოგიკა…“,-წერს გადელია სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაცემა ამავე ტელევიზიის კეთილსინდისიერი ჟურნალისტების შრომის შეურაცხყოფაა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: