ex-sticky საზოგადოება

სააკაშვილი იყო ქვეყნის მეთაური, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაემწარებინა თავისი მოსახლეობა, როგორ დაეთრგუნა ხალხი

Nusagi

დიახ, მიხეილ სააკაშვილი იყო სახელმწიფოს მეთაური, რომელიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობდა, რომ როგორ გაემწარებინა მოსახლეობა და როგორ დაეთრგუნა ხალხი მორალურად, რომ სახელმწიფო თავისთვის სასარგებლოდ ემართა,-ამის შესახებ 2008 წელს პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ „თავისუფალი სივრცის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ, დაშინების მიზნით“, მშობლებს ქუჩაში შვილები ჩაუხოცა.

„ჩვენ რატომღაც დაზარალებულებს გვეძახიან, ჩვენ დაზარალებულები კი არა, დაღუპული ხალხი ვართ. დაზარალებული არის ის ხალხი, ვისაც ქონებრივი დავა აქვს წინა ხელისუფლებასთან. ისინი დაზარალდნენ, თორემ ჩვენ დავიღუპეთ. ყველაზე სანუკვარი, ყველაზე საყვარელი რაც გვქონდა- ჩვენი შვილები წაგვართვა ამ უსინდისო და მტარვალმა კაცმა. დღეს, როგორც იქნა, ეს ხელისუფლება დაადგა გზას, რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით- სამართლიანობა კი არ აღდგენილიყო, სამართლიანობა დამკვიდრებულიყო“,-აცხადებს გამცემლიძე.

მისივე თქმით, დღეს სააკაშვილის ციხეში ჯდომა „ბაირამობაა“.

„როგორ შეიძლება, პატიმართან დღეში 10 კაცი შედიოდეს? სხვა რომელ პატიმართან ხდება ასე? რატომ უნდა იყოს სხვა პირობებში სააკაშვილი. რა გაუკეთებია კარგი? თუ ერთ რამეს აკეთებდა, ასს აფუჭებდა. უმაგისოდ არ ხდებოდა ამდენი დანაშაული. ეს ადამიანი სიამოვნებას განიცდიდა ადამიანების გაუბედურებით. რაც მაგან სისულელეები აკეთა, კბილებით დავგლეჯავ, რომ ვნახო. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა მელიას ხმა მისცეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს. მიმიფურთხებია ასეთი ხალხისთვის, სირცხვილი არ არის?“,-ამბობს ჯამბულ გამცემლიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: