ex-sticky პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ყოფილი პრეზიდენტის ღირსება დაცული უნდა იყოს, მისივე ქცევის მიუხედავად

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს, მისივე ქცევის მიუხედავად.

„პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად. რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრებს გავრცელება, რომელიც ამ ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის. და მეორე – ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ინფორმაცია მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან ყველა ხდება, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფოს სტაბილურობაზე.

„ასევე, ყველას გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და, ვფიქრობ, არის კიდევაც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: