ex-sticky ხელოვნება და კულტურა

სტუდია Miramax კვენტინ ტარანტინოს სასამართლოში უჩივის

Nusagi

სტუდია Miramax-მა რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ფილმ „მაკულატურა“-ს სცენების NFT-გაყიდვების გამო. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ტარანტინოს თავისი საქციელით შეცდომაში შეჰყავს და არღვევს კონტრაქტის პირობებს. თუმცა რეჟისორის იურისტები ბრალდებას არ ეთანხმებიან. მათი ვერსიით, კონტრაქტში ტარანტინომ დაიტოვა უფლებები- სცენარის გამოქვეყნებაზე, ფილმის მიხედვით წიგნის გამოქვეყნებაზე, საუნდრეკზე და რიმეიქებზე.

ინფორმაციისთვის, კვენტინ ტარანტინომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ NFT აუქციონზე აპირებს გაყიდოს სცენარის პირველი ვერსია და 7 სცენა, რომელიც „მაკულატურაში“ არ მოხვდა. ასევე რეჟისორის ექსკლუზიური კომენტარები. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: