პოლიტიკა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მესამე პრეზიდენტი ჯერჯ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ გამოვიდეს ციხიდან

Nusagi

“ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მის ძალებშია, რომ როგორმე ჩვენი მესამე პრეზიდენტი გამოვიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან – ჯერჯერობით, რომ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ გამოვიდეს ციხიდან”, – ამის შესახებ მომღერალმა და პოლიტიკოსმა პაატა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა და ხალხზე ზრუნვა არ ესმის.

“ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მის ძალებშია, რომ როგორმე ჩვენი მესამე პრეზიდენტი გამოვიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან – ჯერჯერობით, რომ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ გამოვიდეს ციხიდან. მას იმხელა დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ ის ციხეს კი არა, ძალიან ლაღ და კარგ ცხოვრებას იმსახურებს. ჩემი პროტესტია შიმშილობა და მინდა, მსოფლიოს გავაცნო, რომ ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური პატიმარი. მათ არ ესმით, რა არის ქვეყანა, ქვეყნის მართვა, მომავალზე ფიქრი, როგორია ხალხზე ზრუნვა – ეს არის უცოდინარობა და მავნებლობა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: