ex-sticky პოლიტიკა

21-ე საუკუნეში მიშიზმი შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ კიმ ჯონგ უნიზმს… იგივე დითირამბები, წატირებები, ხმის ჩახლეჩა

Nusagi

ერთი კაცის ახირებებზე სიარული არ ვარგა, ზოგადად, მიშიზმი არ ვარგა,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვაღიარებ, შევცდი, რადგან მე ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ ნაცმოძრაობის ბევრ ლიდერში მიშიზმი ამდენად იყო გამჯდარი სისხლსა და ხორცში. მიშიზმი- სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

თანამედროვე სამყაროში როგორი ხარისხითაც არის ეს მიშიზმი, ალბათ, კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, იცით ხომ, ეს რა მიმდინარეობაა- კიმ ჩენ ინის უკან რომ არაფრის აღიარება არ ხდება. ასეთივე დითირამბების მიძღვნა ხდება, ასეთივე ხმის ჩახლეჩა და წატირებები ხდება. ამ ბოლო დროს ასეთი რამ რუსეთშიც აღარ გვინახავს. პუტინისტებიც კი არ აკეთებენ ამას. ბოლოს რაც ვნახე საქართველოს ტელევიზიებში, კიმ ჩენ ინის ტელევიზიაში სხედან კიმ ჯონგ უნისტები. ეს უნდა დამთავრდეს, სხვა შანსი არ არსებობს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: