ex-sticky საზოგადოება

სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

Nusagi

სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. განახლებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოინახულა.

„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მთაწმინდის ინფრასტრუქტურულ განახლებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ჩვენი უბნის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებას, ძველი შენობების დაცვასა და მათ მოვლა-პატრონობას. მოხარული ვარ, რომ 18 ოჯახი კაპიტალურად გამაგრებულ საცხოვრებელ სახლში, განახლებულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი გუნდისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება თითოეული მოსახლის, მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და პირადად ვიზრუნებ, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, პირველ რიგში, სწორედ მათ კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული“,-აცხადებს დეპუტატი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: