ex-sticky მედიცინა

წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა

Nusagi

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააქტიურდა, განსაკუთრებული აქტივობით კი პენსიონერები რეგიონებში გამოირჩევიან.

„თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: