უცხოური მედია

აშშ-ში ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა

Nusagi

იზოლაციის დროს აშშ-ში ნარკოეპიდემიამ ახალი ძალით იფეთქა,-ამის შესახებ CNN იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც CDC-მ გამოაქვეყნა, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილამდე ნარკოტიკების ზედოზირებით ამერიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ეს ნარკოტიკებით სიკვდილიანობის ახალი საშინელი რეკორდია – ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ს შეადგენს. 

ნარკოტიკების ეპიდემია იზრდებოდა covid-19-ის პანდემიის პარალელურად, რომლის შედეგადაც იმავე პერიოდში 509 000 ადამიანი გარდაიცვალა.

სინთეტიკური ოპიოიდები, როგორიცაა ფენტანილი (ტკივილგამაყუჩებელი) 50-100ჯერ ძლიერი, ვიდრე მორფინი, სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ძირითად ნაწილს შეადგენს. 

„ასეთი მასშტაბის კრიზისის პირობებში, ვინც უკვე იღებდნენ ნარკოტიკებს, შესაძლოა, გაზარდონ დოზები, ხოლო ისინი, ვინც გამოჯანმრთელდა, რეციდივირებენ. ეს ის მოვლენაა, რაც ჩვენ დავინახეთ“,-აცხადებს ნარკოტიკების ბოროტად მოხმარებასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ენ მილგრემი. მან ზედოზირების ეპიდემიას უწოდა „ეროვნული კრიზისი, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უფრო და უფრო მძიმდება“. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: