ex-sticky პოსტები სოციალური ქსელიდან

ბედისწერა ოხერია, სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადაყვანა სახვეწარი გაუხდა, ეს ის გოგა აბრამიშვილია…

Nusagi

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანას ეხმაურება და წერს:

„თითქოს არაფერი და…….ბედისწერა ოხერია, სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადაყვანა სახვეწარი გაუხდა……

ეს ის გოგა აბრამიშვილია რომელიც 2008 წელს ფაქტიურად, მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში “იქნებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო” თქვა და დარჩა……. დარჩა სამუდამოდ(რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფქვევრის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში.

რამ გამახსენა გოგა?გოგა სააკაშვილის მმართველობის მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან ….. მე რა ვიცი? ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი სრულიად უმიზეზოდ და უზნეოდ……. მიუხედავად ამისა, ოთხივე ვმონაწილეობდით 2008 წელს და არც ერთს არ გვიფორთხია ( ძნელია იმ პატარა ქვეყანაში ცხოვრება სადაც ყოველ კუთხე კუნჭულში ბოროტება გაქ დათესილი),-წერს მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: