სამართალი

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ლომჯარიას რეკომენდაციები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

Nusagi

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობაჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ.

მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს დამოუკიდებელი სამედიცინო გუნდის ჩამოყალიბებაში, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და საპატიმროს საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობის შეფასების მიზნით.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ კი ის ამას მოითხოვს“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: