ex-sticky პოსტები სოციალური ქსელიდან

ხატია ბუნიათიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერების რისხვის ობიექტი გახდა

Nusagi

პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი, რომელიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სააკაშვილის მომხრეთა ბულინგის მსხვერპლად აქცია.

მიზეზი პი­ა­ნის­ტის მხრი­დან ექსპრეზიდენტის შიმშილობისადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა. ბუნიათიშვილს 49-დღეა, არ­ცერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი მე­სი­ჯი და ვი­დეო არ გამოუქვეყნებია. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რებ­ში მო­უ­წო­დებენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ეაცხა­დოს, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რე­ბი “ფე­ის­ბუქგ­ვერ­ზე” მო­მენ­ტა­ლუ­რად იშ­ლე­ბო­და და მომ­ხმა­რებ­ლებს ბლო­კავ­დნენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აზ­რით, ბოლო დროს ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­დნენ და ეს სი­ახ­ლო­ვე 2017 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ხა­ტი­ამ წი­ნან­დალ­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. 13 ოქ­ტომ­ბერს, ჟე­ნე­ვის “ვიქ­ტო­რია ჰოლ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ და­ეს­წრო ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის სო­ლო­კონ­ცერტს და ამის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რუ­სუ­დან ვა­შა­კი­ძე: “მგო­ნი, “ქოცი” ად­მი­ნი ჰყავს. ეჭვი მაქვს აკონ­ტრო­ლებ­დეს თა­ვის ფბ-ს და კონ­ცერ­ტის წინ პო­ლი­ტი­კურ ნი­უ­სებს. არ ვი­ცავ, მაგ­რად მე­წყი­ნა, იმ­დე­ნი გუ­ლე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლე­ბი ვუხ­სე­ნით, ანუ რო­გორც მსმე­ნელ­საც გვკარ­გავს? დე­და­მი­სი ძაან აქ­ტი­უ­რი იყო ფბ-ზე და ისიც გაქ­რა?”

ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე: “არა­და, რო­გორ გა­და­იხ­სნა ვე­ნე­ბი ყვე­ლამ ჩემს ბაბლში, როცა ელი­სო ვირ­სა­ლა­ძემ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა თქვა ხა­ტი­ა­ზე”.

მა­რი­ნა ხო­რა­ვა: “სულ თა­ვი­დან­ვე ვიყ­ნო­სე ეგ გოგო და არც არას­დროს მე­პიტ­ნა­ვე­ბო­და… აქაც ვი­კი­თხე ერთ-ერთ პოსტზე სა­დაა-თქო. ჩემს კე­დელ­ზე მუ­დამ ვდებ წარ­მა­ტე­ბულ სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნებ­ზე ხან ფო­ტო­ებს და ხან ნი­უ­სებს. არას­დროს გა­მი­ზი­ა­რე­ბია ამ ადა­მი­ან­ზე არა­ფე­რი, ჩემი ინ­ტუ­ი­ცია არას­დროს მღა­ლა­ტობს ასე­ვე სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, რომ­ლებ­საც ხალ­ხი აღ­მერ­თებ­და და აღ­მერ­თებს”.

მა­ნა­ნა მე­ფა­რიშ­ვი­ლი: “დე­და­მი­სი სა­ლო­მეს და­ქა­ლია, ასე რომ მარ­ჩი­ე­ლო­ბა არაა სა­ჭი­რო”.

“რაც ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის თავს ხდე­ბა, ჩემ­თვის არის სრუ­ლი­ად ამაზ­რზე­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც მაკ­ვირ­ვებს მისი დუ­მი­ლი ასეთ ცალ­სა­ხა თე­მა­ზე, ჩემ­თვის ბი­ო­ლო­გი­უ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ის კამ­პა­ნია, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ აგორ­და. თა­ნაგ­რძნო­ბის და­ძა­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დია”, – წერს “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე “ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: