პოლიტიკა

„ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა

Nusagi

ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. სადამფუძნებლო ყრილობა „ექსპო – ჯორჯიაში“ გაიმართა.

დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს.

ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე.

„ჩვენ რასაც ვაპირებთ პირდაპირ ვამბობთ. არაფერი იქნება დაფარული. ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ჩვენ რა თქმა უნდა, პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები მოსკოვშია.

ჩვენი ეკონომიკური ამოსუნთქვა, წინსვლა, პირდაპირ მიბმულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალი. ჩვენი პრობლემის უდიდესი ნაწილი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფია და ეკონომიკა, გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენ ვართ დე- ფაქტო ვასალების მდგომარეობაში.

რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა.

მზად ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე რაც მათი ინტერესია, ოღონდ ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე“ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: