ex-sticky პოსტები სოციალური ქსელიდან

ეს დალოცვილი “ნიჩურიკი” ყველაფერს ჩამორეცხავს….

Nusagi

ლალი მოროშკინა მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქპოსტით ეხმაურება.

„ერთი დიდი ეროვნული “ნიჩურიკი” გვჭირს… ათასობით ფაილი გვაქვს, და ათასში ერთს ვაჩენთ, ისიც ძაან რომ “აგვეწვება” მაშინ. ბიჭები რომ ომში გვეხოცებოდა, ცხინვალის თაკარა მზის ქვეშ გვამები იხრწნებოდა, აქ ტაშ-ფანდური გვქონდა- “ნიჩურიკი”….

ციხის კედლებს, ისეთი ახსოვს, ფაფის ჭამა-არჭამა ძარღვს შლის… “ნიჩურიკი”…

ის სისხლი, ჯერ კიდევ რომ ატყვია ქუჩებს, დეკორის ელემენტი კი არაა, მაგრამ ზურგს უკან ეს დალოცვილი “ნიჩურიკი” ყველაფერს ჩამორეცხავს….

თავმოყვარეობა ან გაქვს ან არ გაქვს, ხატზე ან გადახვალ ან არა, შენს გაუზრდელ, გაზულუქებულ შვილს ან დასჯი ან ვერ დასჯი … ყველა ერთად ვიხარშებით საძროხე ქვაბის ოხშივარში და თავს იმაზეც არ ვიღლით, რომ ფილტვებს მაამებელი ჟანგბადი მივაწოდოთ…

აკი ალიკაპიც ყველაზე ბეჯითად მოვირგეთ!

დღე მშვიდობისა, საკუთარი უძლურობით დაღლილო ერო, მხსნელის ლოდინში გაჭაღარავებულო თაობა, ვიღაცის დაკრულზე ცერგასმულო Ხალხო…. და მერე ჩვენ რა? ჩვენ ხომ “ნიჩურიკი” გვაქვს…“,-წერს ლალი მოროშკინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,882 ნახვა
%d bloggers like this: