ex-sticky საზოგადოება

სახალხო დამცველი არის მკვეთრად პოლიტიზებული და ხალხში ზედმედტი სახელი- „პარტიული დამცველი“ აქვს

Nusagi

სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ძლიერი და ფართო მანდატი დაიცვას თითოეული მოქალაქე. ქართულ რეალობაში სახალხო დამცველის მიმართ საზოგადოების უმრავლესობას უნდობლობა და უარყოფითი განწყობები აქვს, რასაც თავისი ახსნა გააჩნია“,-ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიზეზი პირველი- მას, როგორც სახალხო დამცველს არ გააჩნია საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და არ არის თანამშრომლობისთვის ღია;

მიზეზი მეორე – მას, როგორც სახალხო დამცველს აკლია პროფესიონალიზმი;

მიზეზი მესამე- მას, როგორც სახალხო დამცველს აკლია გულისხმიერება – აკლია რიგითი ადამიანების პრობლემების და გამოწვევებისადმი თანაზიარობა, ის არ აღძრავს ხალხში ნდობასა და კეთილგანწყობას;

მიზეზი მეოთხე – ის სამუშაო პროცესში არ იცავს თანასწორობის პრინციპს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს; არის მკვეთრად პოლიტიზირებული და მეტსახელად “პარტიულ დამცველს უწოდებენ”.

ახლახანს მარიამ გეგუჩაძის დაორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა.

სახალხო დამცველი საკუთარ პროფესიაში მოკლებულია ასე ცალსახად პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანების, პოლიტიკოსების გარჩევასა და მათ დამცირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ქართულ რეალობაში კი სახალხო დამცველი ამ ყველაფრის პირველი “დამლაიქებელ” წამქეზებელი აღმოჩნდა“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახალხო დამცველი შეუერთდა ირაკლი კობახიძის ბულინგის კამპანიას. ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის ღონისძიება მოიწონა, რომელიც სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის დამცირებას ისახავს მიზნად.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: