უცხოური მედია

აშშ-ს სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება

Nusagi

საერთაშორისო ურთიერთობების დარგში აშშ-ს სენატის კომიტეტის წარმომადგენელმა დემოკრატებიდან ბობ მენენდესმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტში საჭიროა შესწორების შეტანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მთელ კასკადს გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ ამერიკული პორტალი Axios იუწყება. 

სანქციები მიმართული იქნება რუსეთის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ასევე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“, მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მომპოვებელი სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ. სანქციების საშიშროება მძლავრი შემაკავებელი ფაქტორი უნდა გახდეს ვლადიმერ პუტინისთვის,-წერს გამოცემა. 

აშშ-ს ოფიციალური პირები შესწორების აუცილებლობას ხედავენ, რადგან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

პორტალის ინფორმაციით, სანქციები შეეხება ნებისმიერ ორგანიზაციას და ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის დაგეგმვაში ან ექსპლოატაციაში მიიღებს მონაწილეობას. 

აშშ-ს სენატში შემავალი რესპუბლიკელები შესწორებების საკუთარ ვერსიას სთავაზობენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ახლავე, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 12 ნოემბერს საჯაროდ მიმართა ამერიკის სენატს ტვიტერიდან და თხოვა, მხარი დაუჭირონ შესწორებას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: