ex-sticky უცხოური მედია

აშშ-ში 18 წლის მოზარდის გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებენ -„ნიუ იორკის ყოფილი მერი კი ცეცხლზე ნავთს ასხამს“

Nusagi

18 ნოემბერს ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები 18 წლის კაილი რიტენჰაუსის გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

პოლიციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ქუინსში დამწვარი ავტომობილების ფოტოები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების, რომელსაც ჰქონდა აბრები, რომ ეკუთვნოდა ინვალიდებს. რადიკალებმა ინვალიდების ავტომობილებს საბარგულებზე შავი საღებავით წააწერეს: F – k you. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების დაზიანებისთვის სულ მცირე 5 ადამიანი დააკავეს.

ქუინსის საბჭოს წევრმა რობერტ ჰოლდენმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეები დახტოდნენ მანქანებზე და იპარავდნენ დროშებს ქუჩებიდან მიდლ-ვილიჯსა და მასპეტში. 

ჰოლდენი აღშფოთებული ნიუ-იორკის ყოფილი მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებებით, რომელმაც დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ჰოლდენი ამბობს, რომ ბილ დე ბლაზიოს საქციელი ცეცხლზე ნავთის დასხმაა. მისივე თქმით, ყოფილ მერს ასეთი ტექსტი გაუგზავნა: „ათასობით ოჯახი, რომელიც თავისი საქმით არის დაკავებული, დღეს საშიშროების წინაშე დგას სასამართლოს განაჩენზე თქვენი უაზრო რეაქციის გამო“.

ბრუკლინში 300-მდე დემონსტრანტმა დაგმო მოზარდის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და მას სასამართლო სისტემას სამარცხვინო ორმაგი სტანდარტი უწოდა. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები : „კაპიტალიზმი შობს რასისტულ ტერორს“.

ამავდროულად ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში, სადაც რიტენჰაუსის საქმეზე სასამართლო სხდომები მიმდინარეობდა, მომიტინგეები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და მშვიდობიანი აქცია გამართეს. სამართალდამცველებმა ერთი ქალი დააკავეს შენობაზე გაკეთებული წარწერისთვის. „მოსამართლე შრედერი უნდა წავიდეს“ -დაწერა მან. 

ცნობისთვის, 2020 წლის აგვისტოში, როდესაც შავკანიან ჯეიკობ ბლეიკს პოლიციელმა ესროლა და დაჭრა, ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც მალევე ძალადობრივში გადაიზარდა. კენოშაში, სადაც ცხოვრობენ როტენჰაუსის მამა, ბიძა და ბებია. მოზარდი ქალაქის დასაცავად ჩავიდა და ქუჩაში ნახევრადავტომატური იარაღით სამართალდამცველებს პატრულირებაში ეხმარებოდა. წერს „ბიბისი“.

ქუჩის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილია, რომ მან ქუჩაში ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცა. ბიჭმა თქვა, რომ მისი ვალია, დაიცვას შენობები დარბევისგან. მისივე თქმით, დაშავებულ მომიტინგეებსაც გაუწია დახმარება.

როტენჰაუსს ფეხდაფეხ აედევნა აქციის მონაწილეთა ჯგუფი. ერთ-ერთმა მათგანმა ჰაერში გაისროლა. მოზარდი შემობრუნდა, რა დროსაც მეორე ადამიანი თავს დაესხა. მოზარდმა გაისროლა და მოკლა თავდამსხმელი, მოგვიანებით მოკლულში ჯოზეფ როზემბაუმი ამოიცნეს. ის ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის და ოჯახური ძალადობის, ასევე არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ გარყვნილი ქმედებების გამო. მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ჰქონდა და იმ ღამეს საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო, სადაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მკურნალობდა. 

გაქცეულმა როტენჰაუსმა შენიშნა, რომ მას ადამიანთა ჯგუფი მისდევდა. ბოლოს წაიქცა და კვლავ გაისროლა, ამჯერად ესროლა მამაკაცს, რომელმაც მას სკეიტბორდი დაარტყა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, მეორე მოკლული ენტონი ჰუბერი იყო. ის აქციაზე შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც გაქცეული როტენჰაუსი დაინახა, სხვებთან ერთად მისი განიარაღება გადაწყვიტა და გაეკიდა. გოგომ მისი შეჩერება ვერ შეძლო. ჰუბერტი ისევე, როგორც როზენბაუმი ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა და სკეიტბორდით სრიალი მისთვის მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება იყო. წარსულში მასაც ჰქონდა კრიმინალური ისტორია. კერძოდ, საკუთარ ძმას მუცელზე დანა მიაბჯინა და „გამოფატვრით“ ემუქრებოდა, მანამდე კი, დაზე ძალადობის ეპიზოდი ჰქონდა.  

კონფლიქტის მომენტში როტენჰაუსმა კიდევ ერთ ადამიანს ესროლა, ოღონდ ხელში. ის გაიგე გროსკროიცი აღმოჩნდა, რომელსაც იმ პერიოდში გამართულ ათობით აქციაში უკვე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა ქალაქებში. გროსკროიცმა სასამართლოზე აღიარა, რომ როტენჰაუსმა მხოლოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მას იარაღი დაუმიზნა. გროსკროცმა განაცხადა, რომ ეგონა, ბიჭი ხალხს უმიზეზოდ ხოცავდა და იარაღით მისი შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა მოკვლას არ აპირებდა. კადრებში ჩანს, როგორ მისდევს გროსკროიცი მოზარდს. სასამართლოზე მან თქვა, რომ სროლის ხმა გაიგო, შემდეგ დაინახა, რომ ადამიანი დაჭრილი იყო და სამედიციონო დახმარების აღმოსაჩენად გაიქცა. მან დაცვის მხარის კითხვას, თუ რატომ გაიქცა ის არა დაჭრილის მხარეს, არამედ სრულიად საპირისპიროდ, გროსკროუცმა პასუხი ვერ გასცა. 

ტრაგედიის შემდეგ ჰუბერის ოჯახის წევრებმა და გაიგე გროსკროუცმა შტატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და 10 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვეს იმის გამო, რომ არეულობის დროს პოლიციამ პატრულირება შეიარაღებულ მოქალაქეებსაც ანდო

ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც კაილი რიტენჰაუსს წაუყენეს, 18 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება იყო, თუმცა დაცვის მხარემ წარმატებით დაამტკიცა, რომ შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, ატარონ იარაღი.

საბოლოოდ რიტენჰაუსს ბრალად 5 სისხლის სამართლის დანაშაული წამოუყენეს, რომელთა შორის პირველი ხარისხის მკვლელობაც იყო, რაც მას სამუდამო პატიმრობას უქადდა. 

19 ნოემბერს კაილ რიტენჰაუსი ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა პუნქტში გაამართლეს. სასამართლოზე ბრალდებულატირდა და აკანკალებული, სკამზე დაეცა

გახმაურებულმა საქმემ ამერიკელები ორ ნაწილად გაჰყო. ერთი ნაწილი რიტენჰაუსს გმირად მიიჩნევს, რომელიც უკანონობას და არეულობას ებრძოდა, საზოგადოების მეორე ნაწილს კი, მიაჩნია, რომ ის სერიული მკვლელია.  

მოზარდის ოჯახმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განაჩენით ბედნიერები არიან, თუმცა მათივე თქმით, ამ ისტორიას გამარჯვებული არ ჰყავს, რადგან ორმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა.

როზენბაუმის ადვოკატებმა მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბრძოლა ამით არ დამთავრებულა და კვლავაც ეცდებიან დამნაშავის დასჯას, რათა ყველამ აგოს პასუხი იმ ღამეს მომხდარ ტრაგედიაზე.

რიტენჰაუსმა სასამართლოზე დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში ესროლა მომიტინგეებს. მისი თქმით, როზენბაუმმა ის კუთხეში მიიმწყვდია და მის იარაღს ხელი ჩაავლო, ჰუბერმა სკეიტბორდი ჩაარტყა კისერში, გროსკროიცი კი, პისტოლეტს უმიზნებდა. მისი სიტყვები მნიშვნელოვანწილად გამაგრებული იყო თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრებით, რომლებიც სხდომაზე ნაფიც მსაჯულებს და მოწმეებს აჩვენეს. 

ვისკონსინის შტატის შავკანიანმა გუბერნატორმა მანდელა ბარნსმა დემოკრატიული პარტიიდან, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მოსამართლე აშკარად როტენჰაუსის მხარეს იყო და ფაქტიურად, მის უდანაშაულობას მოითხოვდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: