პოლიტიკა

„ენმ“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება – ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარტალემნტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

 თუმცა, მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის შემცირების მიზნით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მონაწილეობას მივიღებთ, რომელიც ეხება, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და ახლა ამ საკითხზე შეფარვითი რევიზია დაიწყეს. სამწუხაროდ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი არის ხელისუფლების იძულებითი ზომა. მათ შორის, ამას დამატებული საპროტესტო აქციები. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის. მშვენივრად შეგვიძლია, კანონპროექტების შექმნა და ტრიბუნის გამოყენებაც, მაგრამ როცა არჩევნები ყალბდება, პროტესტის სხვა ფორმა რა უნდა იყოს, რაც ხელისუფლებას შეაგნებინებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს თავისუფალი არჩევანი წაართვა და ის აარჩევინო, ვინც თავად არ უნდათ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: