ex-sticky პოლიტიკა

ეს უაზრობა მივიღეთ – ოპოზიცია შიმშილობდა იმისთვის, რომ სააკაშვილს შიმშილობა შეეწყვიტა

Nusagi

ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი გადაიყვანა გლდანში, შეურაცხყოფა მიაყენებინა, ღირსება შეუალახა, მერე გამოუქვეყნა ვიდეოები, სადაც დამამცირებლად ექცევიან, ოპოზიციის სისუსტე ანახა, რომ აი, მე ამ ყველაფერს ვაკეთებ და თქვენ ვერაფერს ვერ შვებით, აი, თქვენი კერპი თმებით ვათრიე, ვახოხიალე, მიდით აბა, რისი თავი გაქვთო,-ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილს „პლატირანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისე მოაწყო, რომ პოლიტიკური მოთხოვნებით დაწყებული შიმშილობა ბოლოს, საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნად გადაკეთდა.

„საბოლოოდ, გამარჯვებად გამოაცხადებინა ის, რომ კლინიკაში გადაიყვანეს კაცი, რომელსაც რომ არ ეშიმშილა, სულ არ იქნებოდა გადასაყვანი და ისევ უნდა დაბრუნდეს რუსთავში. ანუ ჩვენ დავარტყით დიდი წრე, ვირბინეთ, დავიღალეთ, დავისტრესეთ, ღამეები არ გვეძინა. მერე ელენე ხოშტარიამ დაიწყო შიმშილობა, რომ შიმშილობა შეწყვეტილიყო. სხვებმაც შიმშილობა დაიწყეს იმისთვის, რომ სააკაშვილს შიმშილობა შეეწყვიტა, რადგან მან თქვა, რომ შიმშილობას შევწყვეტ, თუ კლინიკაში გადამიყვანთო. შიმშილობდნენ იმიტომ, რომ სააკაშვილს შიმშილობა შეეწყვიტა. აი ეს უაზრო მდგომარეობა მივიღეთ.

თავს იმით იწყნარებენ, რომ ოცნება გააშიშვლეს, მაგრამ ოცნება ისედაც შიშველია. ახლა კი არ უნდა გავაშიშვლოთ, უნდა მოვერიოთ. ახლა ვართ ჭეშმარიტების მომენტში. ნაციონალურ მოძრაობას ჩამოუვიდა კერპი, მაგრამ ის ვერ მიიღო, რასაც ელოდა. ამიტომ დროა, ყველანი გამოვფხიზლდეთ“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველთვის იარსებებს ხალხი, რომელიც სააკაშვილს ეტყვის, რომ მას ღვთაებრივი ბუნება აქვს, მაგრამ საჭიროა, რომ მიშა შეეგუოს აზრს – ის არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი.

„ასევე უნდა შეეგუოს, რომ სუპერგმირი აღარ არის, წმინდა გიორგივით რომ მოგვევლინა და იმავე მდინარეში ვეღარ შევა. ანუ რეალობის უარყოფას უნდა მორჩეს. ის რეალობას უარყოფს 2012 წლიდან. მან უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას. რელობა კი არის ის, რომ არის პატიმარი ბიძინა ივანიშვილის ციხეში და იჯდება ისე, როგორც ზის ბაჩო ახალაია და იჯდა მერაბიშვილი.“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,953 ნახვა
%d bloggers like this: