ex-sticky საზოგადოება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს

Nusagi

gორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა გიული ალასანია, მეორე ცოლი, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე მივიდნენ.

გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია.

„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: