ex-sticky საზოგადოება

ბავშვები სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე – „რა უხერხულია, ლუკაშენკოს რეჟიმიც არ აკეთებს ამას“

Nusagi

მადლობა რევოლუციისთვის,-ამ ლოზუნგით გამართულ აქციაზე გორში მონაწილეობას ბავშვებიც იღებდნენ. აქციის ამსახველი ფოტოები ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პოლიტიკურ აქციაში ბავშვების მონაწილეობა მიუღებლად მიაჩნია ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილს.

„ლუკაშენკოს რეჟიმიც კი არ აკეთებს ამას, რა უხერხული და სამარცხვინოა – “მადლობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს” – გორში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას, ეს რომ სხვა პარტიას დაეორგანიზებინა, წარმოგიდგენიათ რას იტყოდა ნაცსექტა?!“,-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეკა კვიტაშვილი.

ჟურნალისტ მანჩო გიორგობიანს კი, მიაჩნია, რომ მსგავსი რამ ახალგაზრდებს ბელადომანებად აქცევს.

„მერე ვინმეს გაგიკვირდებათ რატომ გვყავს ახალგაზრდებში ბელადომანები?“,-წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,795 ნახვა
%d bloggers like this: